01.სექტემბერი .2019 00:10

საქართველოში აღრიცხული კიბერდანაშაული 130%-ით გაიზარდა

views 655
უკან

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის შვიდ თვეში კიბერდანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა. კრიმინალის სტატისტიკის მიხედვით, პირველ შვიდ თვეში ამ ტიპის დანაშაულის სულ 1079 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 130%-ით აღემატება.

ამ ტიპის დანაშაულების ზრდასთან ერთად, შემცირებულია მათი გახსნის მაჩვენებელიც. 2018 წლის შვიდ თვეში სამართალდამცავებმა კომპიუტერული დანაშაულების 10% გახსნეს, 2019 წელს კი ეს რიცხვი 5.19%-მდე არის შემცირებული. ანუ კიბერდანაშაულის თითქმის 95% გაუხსნელი რჩება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კიბერდანაშაული რამდენიმე მუხლით ისჯება, ესენია:

• მუხლი 284 - კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ამ მუხლისთვის დაწესებული მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა; 
• მუხლი 285 - კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 3-წლიანი პატიმრობაა; 
• მუხლი 286 - კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს სხვა კატეგორიის დანაშაულების რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა. წლის პირველ შვიდ თვეში ჯამურად 38,748 დანაშაული აღირიცხა, საიდანაც 12,507 არის გახსნილი, რაც გახსნის 32%-იან მაჩვენებელს ნიშნავს. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კრიმინალის გახსნის მაჩვენებელი 36% იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა