მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში აგროტურიზმის განვითარება იგეგმება

5da9c914763bd
ლიკა გურაბანიძე
18.10.19 21:50
2862
„საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ“ „გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან“ ერთად აგროტურიზმთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. როგორც BM.GE-ს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ განუცხადა, აგროტურიზმის განვითარება ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების განვითარებას, ქვეყნის ცნობადობას და ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს.

ზამბახიძის თქმითვე, საკითხზე სახელმწიფოს მხრიდან მზაობა არის და თუ ასოციაციას წლის ბოლოსთვის ყველა ჩართული მხარის კომენტარის გათვალისწინებით, კანონპროექტის საბოლოო ვერსია ჩამოყალიბებული ექნება, აგრარული კომიტეტი ამას პარლამენტში წარადგენს. ასოციაციის ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ კანონპროექტს პარლამენტარები მხარს დაუჭერენ.

„ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 2018 წელს სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 700 მლნ ტურისტი გადაადგილდებოდა და მათი 1/3 სწორედ აგროტურიზმში იყო ჩართული. ჩვენ ქვეყანას ამის პოტენციალი აქვს.

ჩვენ ქვეყანაში ტურიზმის შესახებ კანონი არსებობს, ხოლო აგროტურიზმს არაფერი არეგულირებს, ამიტომ ჩვენ ინიციატივით გამოვედით, რომ აგროტურიზმის შესახებ კანონი არსებობდეს.

კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას იმიტომ, რომ აგროტურისტული ობიექტები ნიშანდებას მიიღებენ და მათი სია შედგება. დღეს ყველაფერი ქაოტურია, მეტყვით რომელია აგროტურისტული ობიექტი? ვერ მეტყვით და მითუმეტეს უცხოელი ტურისტისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია. განისაზღვრება ლოკაციები და ისინი შემოწმებული იქნება, რადგან აქ ჩამოსულ ტურისტს ის დახვდეს, რასაც ელოდება, როგორც ჰიგიენური ნორმების ფარგლებში, ისე სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით", - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

მისივე თქმით, ეს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.