მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა ნათია თურნავას აშშ-ში ვიზიტს მაღალ შეფასებას აძლევს

5d8395317fd12
BM.GE
19.09.19 18:46
918
"მსოფლიო ბანკი საქართველოს მსოფლიოში მე-6 ადგილს ანიჭებს ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, ხოლო 2018 წელს "ფორბსმა" განაცხადა: "ბერლინის დრო წავიდა, ახლა თბილისის დროა: საქართველოს დედაქალაქი წელს მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი ქალაქია!", - აცხადებენ ამერიკის სავაჭრო პალატაში.

ეკონომიკის მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში ამერიკის სავაჭრო პალატა ხაზს უსვამს აშშ-დან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის დინამიკას.

სამინისტროს ინფორმაციით, აშშ–ის სავაჭრო პალატის განცხადებით, ორმხრივი სარგებელი ცალსახაა და პირდაპირი რეისების დაწყება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შესთავაზებს როგორც ავიაკომპანიებს, ისე ორივე ქვეყანას.

"პირდაპირი რეისები ასევე ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანას მაქსიმალურად ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, რომელიც, ვიმედოვნებთ, უახლოეს პერიოდში იქნება მიღწეული. ჩვენ მრავალი წელია ვუჭერთ მხარს პირდაპირი რეისების დაწყებას და რეგულარულად განვიხილავთ ამ შესაძლებლობას აშშ-ს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან როგორც მათი თბილისში სტუმრობისას, ისე ჩვენი ვიზიტისას ვაშინგტონში. გიდასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, განვიხილოთ აღნიშნული შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ ავიაკომპანიასთან და მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას ჩვენი მხრიდან ყველა შესაძლო გზით", - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი აწერს.