მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ამინდის პროგნოზირების სისტემა გაუმჯობესდება - კომიტეტი

614d89960704f
BM.GE
24.09.21 12:13
833
საქართველოში ამინდის პროგნოზირების სისტემა გაუმჯობესდება,- ამის შესახებ პარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებს ეხება.

პრესრელიზის მიხედვით, კომიტეტმა სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“.

კერძოდ, საკითხი ეხება ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრში საქართველოს გაწევრიანებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კომიტეტს განუმარტა, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტიქიური პროცესების წინასწარი და უკეთესი პროგნოზირება, რათა დროული და სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს მოსახლეობამ და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას ასეთი პროცესების პრევენციისთვის.