მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ამჟამად COVID-19-ზე 1 639 ადამიანი მკურნალობს - სტატისტიკა

5f64f9576338d
თამთა ჯიჯავაძე
18.09.20 23:55
639
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 18 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 639 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. დღეს 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამასთან, ამ დროისთვის COVID-19 სულ 1 435-მა პაციენტმა დაამარცხა, რაც ინფიცირებულების 46%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე სულ 534 579 ტესტია ჩატარებული. პირველადად ტესტირებულთა (PCR ტესტი) რაოდენობა კი 529 121-ია.

NCDC-ის ინფორმაციითვე, მილიონ მოსახლეზე PCR ტესტირებულთა რაოდენობა 143 824-ია.

18 სექტემბრის მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 3 119 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 19 პაციენტი იმსხვერპლა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5014 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.