მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 14 525 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

5fa5911bdebe4
თამთა ჯიჯავაძე
06.11.20 23:50
944
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 6 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 14 525 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 2 775 იყო, რაც მორიგ რეკორდულ დღიურ მაჩვენებელს წარმოადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი დღეს 37 019-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 423-ს შეადგენს.

გარდა ამისა, 6 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 3 094 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 2 438 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 4 618 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 963 302 PCR ტესტია ჩატარებული.