მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 15 113 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

5fa993e5ee7d8
თამთა ჯიჯავაძე
09.11.20 23:50
674
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 9 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 15 113 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 60 680 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 2 927 იყო, რაც მორიგ რეკორდულ დღიურ მაჩვენებელს წარმოადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი დღეს 45 042-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 499-ს შეადგენს.

გარდა ამისა, 9 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 2 982 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 2 879 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 4 780 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 991 531 PCR ტესტია ჩატარებული.