მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 15 332 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

5fa447f6ee16f
თამთა ჯიჯავაძე
05.11.20 23:50
760
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 15 332 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 2 401 იყო, რაც მორიგ რეკორდულ დღიურ მაჩვენებელს წარმოადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი დღეს 33 459-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 401-ს შეადგენს. მათ შორის დღეს 20 პაციენტი ემსხვერპლა ვირუსს.

გარდა ამისა, 5 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 3 160 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 2 446 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 4 489 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 950 253 PCR ტესტია ჩატარებული.