მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 18 197 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

5fbe9dd09ca42
თამთა ჯიჯავაძე
25.11.20 23:45
536
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 25 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 18 197 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 114 889 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 3 071 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 95 581-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 1 085-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში 34 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 25 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 2 071 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 723 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 6 145 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 149 274 მეტი PCR ტესტია ჩატარებული.