26.ნოემბერი .2020 23:45

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 18 759 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 18 759 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება
views 187
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 26 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 18 759 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 118 690 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 3 801 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 98 781-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 1 124-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში 39 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 26 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 2 037 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 920 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 6 165 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 160 711 მეტი PCR ტესტია ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა