მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 24 349 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

5fca8d2fc4a5e
თამთა ჯიჯავაძე
04.12.20 23:50
911
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 4 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 24 349 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 152 704 შემთხვევაა დადასტურებული - დღეს ზრდა 5 068 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 126 904-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს, ზრდა 2 336 იყო.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 1 425-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 38 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 4 დეკემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 1 241 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 899 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 6 671 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 568 441 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული.