მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“ - პრემიერი

6253df8016b18
ვიქტორია მღებრიშვილი
11.04.22 12:12
634
„საქართველოში არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება განაგრძობს სახელმწიფოს და მოქალაქეების დაცვას.

„ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, იმის მიუხედავად, რაც ხდება უკრაინაში - უბედურება, ტრაგედია, ომი; ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ განვითარებას.

არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს დაცვას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.