მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში არსებული საგადასახადო წნეხი არ არის მაღალი“ - გიორგი კეპულაძე

607abdcf06224
ვიქტორია მღებრიშვილი
18.04.21 09:00
1091
„საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარის გიორგი კეპულაძის შეფასებით, დღეს ქვეყანაში არსებული საგადასახადო წნეხი მაღალი არ არის. ამის შესახებ მან BMG Drive-ში სტუმრობისას განაცხადა.

თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კონკურენტული ბიზნეს გარემოს შექმნისთვის მოსაპოვებლად საქართველოს მთავრობას შეუძლია გადასახადების დაწევა.

„საშუალო ვადიან პერსპექტივაში შეგვიძლია ვისაუბროთ გადასახადების შემცირებაზე, მაგრამ დღეს საქართველოში არსებული საგადასახადო წნეხი არ არის მაღალი და დღეს გადასახადები ჩვენი ეკონომიკისთვის არ არის პრობლემა.

თუმცა კონკურეტნტული უპირატესობის მოსაპოვებლად შეგვიძლია დაბალი გადასახადები შევთავაზოთ როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს. ამაზე წინ დგას ის, რომ ქვეყანაში ისეთი ბიზნეს გარემო შექმნა, მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნით, რომელიც ქვეყნისთვის შეიძლება უფრო მეტი სტიმული იყოს, ვიდრე გადასახადების შემცირება.

დღეს ქვეყნის მოსახლეობისთვის გამოსავალი არ უნდა იყოს ისრაელში ან გერმანიაში სამუშაოდ წასვლა, გამოსავალი უნდა იყოს ადგილზე არსებული სამუშაო ადგილები, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო შემოსავალს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ისინი არ იფიქრებენ იმას რომ წავიდნენ საზღვარგარეთ და იქ დასაქმდნენ. ეს არის ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან დიდი პრობლემა, რადგან ყოველწლიურად ქვეყნიდან შრომის უნარიანი სამუშაო ძალა გადის. როდესაც ინვესტორს ველაპარაკებით მას შეიძლება არ გაუჩნდეს აქ შემოსვლის სურვილი, რადგან ქვეყანაში არ ხვდება სათანადო რაოდენობის და განათლების სამუშაო ძალა“, - განმარტა გიორგი კეპულაძემ.