მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში არსებული ყველა ბანკი ზარალზეა - 2020 წლის I კვარტლის რეიტინგი

5eb2ac7b290ae
შოთა ტყეშელაშვილი
06.05.20 16:22
6552
საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა 2020 წლის პირველ კვარტალში ჯამურად 747 მილიონი ლარის ზარალი მიიღო, ამის შესახებ ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშებიდან ხდება ცნობილი. ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბანკების მიერ 1.2 მილიარდი ლარის შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვება გახდა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს. ეს არის ის თანხა, რომელიც ბანკებმა COVID-19-ის მიერ შექმნილი კრიზისის გამო შესაძლო დანაკარგებად ასახეს, თუმცა უშუალოდ მათი საოპერაციო საქმიანობა 2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, კვლავ მომგებიანი იყო და ამ 15 ბანკიდან 14 ბანკს დარეზერვებამდე წმინდა მოგება უფიქსირდებოდა.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის წმინდა ზარალი “თიბისი ბანკს” უფიქსირდება და ის 277.4 მილიონ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა “საქართველოს ბანკი”, რომლის ზარალიც 276 მილიონი ლარი იყო.

რაც შეეხება ბანკების აქტივების ზომას, ამ მხრივ, პირველ ადგილზე კვლავ “თიბისი ბანკია”, რომლის აქტივებიც 19.2 მილიარდ ლარს აჭარბებს. 17.9 მილიარდი ლარის აქტივებით მეორე ადგილზე “საქართველოს ბანკი”, 2 მილიარდი ლარის აქტივებით კი, მესამე ადგილზე “ლიბერთი ბანკია”.




წმინდა ზარალის მიხედვით ბანკების რეიტინგი:

● თიბისი ბანკი -277,427,742 ლარის ზარალი;
● საქართველოს ბანკი -276,415,438 ლარის ზარალი;
● ქართუ ბანკი -39,999,177 ლარის ზარალი;
● ვითიბი ბანკი -30,498,283 ლარის ზარალი;
● ბაზისბანკი -22,436,023 ლარის ზარალი;
● ხალიკ ბანკი -21,835,083 ლარის ზარალი;
● ტერაბანკი -18,662,783 ლარის ზარალი;
● ლიბერთი ბანკი -18,648,614 ლარის ზარალი;
● პროკრედიტ ბანკი -16,789,911 ლარის ზარალი;
● პაშა ბანკი საქართველო -12,367,423 ლარის ზარალი;
● კრედო ბანკი -6,835,671 ლარის ზარალი;
● იშ ბანკი -2,595,340 ლარის ზარალი;
● ზირაათ ბანკი საქართველო -1,109,337 ლარის ზარალი;
● ფინკა ბანკი -822,610 ლარის ზარალი;
● სილქ როუდ ბანკი -630,050 ლარის ზარალი.

აქტივების ზომის მიხედვით ბანკების რეიტინგი:

1. თიბისი ბანკი - 19,269,563,370 ლარი;
2. საქართველოს ბანკი - 17,986,070,485 ლარი;
3. ლიბერთი ბანკი - 2,085,618,162 ლარი;
4. ბაზისბანკი - 1,762,251,881 ლარი;
5. ვითიბი ბანკი - 1,755,407,172 ლარი;
6. პროკრედიტ ბანკი - 1,592,197,551 ლარი;
7. ქართუ ბანკი - 1,378,972,982 ლარი;
8. ტერაბანკი - 1,080,024,740 ლარი;
9. კრედო ბანკი - 1,078,600,731 ლარი;
10. ხალიკ ბანკი - 542,846,469 ლარი;
11. პაშა ბანკი საქართველო - 502,656,394 ლარი;
12. იშ ბანკი - 313,391,261 ლარი;
13. ფინკა ბანკი - 281,895,594 ლარი;
14. ზირაათ ბანკი საქართველო - 122,793,657 ლარი;
15. სილქ როუდ ბანკი - 89,301,852 ლარი.

დარეზერვებამდე მოგების მიხედვით ბანკების რეიტინგი:

1. თიბისი ბანკი - 149,926,973 ლარი;
2. საქართველოს ბანკი - 135,655,544 ლარი;
3. პროკრედიტ ბანკი - 12,512,088 ლარი;
4. ვითიბი ბანკი - 11,691,532 ლარი;
5. ლიბერთი ბანკი - 10,183,925 ლარი;
6. ტერაბანკი - 8,864,797 ლარი;
7. ბაზისბანკი - 7,374,158 ლარი;
8. ქართუ ბანკი - 6,583,517 ლარი;
9. კრედო ბანკი - 4,698,791 ლარი;
10. ხალიკ ბანკი - 3,112,693 ლარი;
11. იშ ბანკი - 2,967,116 ლარი;
12. ფინკა ბანკი - 1,930,353 ლარი;
13. ზირაათ ბანკი საქართველო - 1,081,151 ლარი;
14. სილქ როუდ ბანკი - 344,652 ლარი;
15. პაშა ბანკი საქართველო - (-1,925,157) ლარი.