მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში აშშ-ის საელჩო საკუთარ თანამშრომლებს აფრთხილებს

5fa86addc6fe2
BM.GE
09.11.20 01:43
2644
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საკუთარ თანამშრომლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. საელჩოს მიერ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია:

"დემონსტრაცია მიმდინარეობს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის გასწვრივ, აშშ-ს საელჩოს სამხრეთით ხუთი წუთის სავალზე. პოლიცია იყენებს სპეცრაზმსა და პოლიციური ძალების ზომებს დიდი რაოდენობით შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიძლება გაგრძელდეს სპორადული, ან ხანმოკლე დროში დაანონსებული საპროტესტო აქციები. 

აშშ-ის მთავრობის პერსონალს მიეცა გაფრთხილება, რომ თავი აარიდონ ამ და სხვა ტერიტორიას, სადაც საპოლიციო ძალებისა და დიდი შეკრებების მობილიზაციაა, რაც ძალადობის მომეტებულ რისკს წარმოადგენს. ამასთან მათ მოვუწოდებთ გამოიჩინონ სიფრთხილე ასეთი შეკრებების მიმდებარედ. ისინი ვინც იმყოფებიან დემოსტრაციის სიახლოვეს მდებარე სასტუმროებში, რესტორნებში ან სხვა დაწესებულებებში, მოგიწოდებთ, რომ დარჩეთ შენობაში იქამდე, სანამ დემონსტრაცია არ დასრულდება,"- ნათქვამია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცესკოსთან შეკრებილმა ოპოზიციის ლიდერებმა აქციის გაგრძელება ხვალ, 18:00-ზე რუსთაველის გამზირთან დაანონსეს. დღეს ღამით, ცესკოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმმა წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.