მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში ახალი ვირუსის გავრცელების საშიშრობა არაა" - რესპუბლიკურის კლინიკური დირექტორი

5e270894e6656
ვიქტორია მღებრიშვილი
21.01.20 18:55
1488
"დღეს, ჩვენ იმ ფაზაში ვართ, რომ ეს საშიშროება ნამდვილად არ არის", - ამის შესახებ BM.GE-ისთან ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ საუბრისას რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტრო და სასაზღვრო დეპარტამენტი მსგავსი ვირუსის მატარებელი პაციენტების შემოდინების გაკონტროლებას ცდილობენ.

„დაველოდოთ დასკვნებს, იმიტომ რომ ამ ვირუსის გავრცელებადობაზე ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს პრევენციული ზომები, თუმცა ამ ახალ ვირუსზე აცრის ჩატარებისგან თავს ვიკავებთ, იმიტომ რომ არ ვიცით მისი შტამი. ჩინური ვირუსი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო და სასაზღვრო დეპარტამენტი მაქსიმალურად ცდილობს, რომ გაკონტროლდეს ასეთი ტიპის პაციენტების შემოდინება საქართველოში“, - განმარტა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა.

დევი ტაბიძის ინფორმაციით, 17 იანვრიდან დღემდე რესპუბლიკურში 37 ამბულატორიული მიმართვა ფიქსირდება, რაც არ არის საგანგაშო.

„2020 წლის 17 იანვრიდან დღევანდლამდე რესპუბლიკურს მომართა 37 პაციენტმა, ეს მცირე მაჩვენებელია და დღეს ჰოსპიტალიზირებული გვყავს 6 პაციენტი. წინა წელთან შედარებით სტატისტიკა შემცირებულია და მდგომარეობაც სამედიცინო თვალსაზრისით არ არის საგანგაშო.

დღეს, ჩვენ იმ ფაზაში ვართ, რომ ეს საშიშროება ნამდვილად არ არის, მაგრამ როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და მაინც ბავშვები უნდა მოვარიდოთ თავყრილობებს. ეს ერთ-ერთი რისკ ფაქტორია, მათ შორის მშობლებისთვისაც; მთავარი პრინციპი მაინც არის დახურული სივრცის ხშირი განიავება, ხელების დაბანა, აცრები და მეძუძური ქალებისთვის ნამდვილად უნდა იყოს ისეთი გარემო, სადაც ნაკლები კონტაქტირება მოხდება“, - აცხადებს დევი ტაბიძე.