მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბავშვების 69%-ის მიმართ აღზრდის რომელიმე ძალადობრივ მეთოდს იყენებენ

5e1ca00523594
თათია ჩაფიჩაძე
13.01.20 22:48
964
საქართველოში ბავშვების 31%-ს ფიზიკური დასჯა გამოუცდია. ბავშვების 5%-ს კი ისეთი მკაცრი ფიზიკური დასჯა, როგორიცაა ხელის დარტყმა სახეზე, თავზე ან ყურებზე - ამის შესახებ საქსტატის კვლევაშია საუბარი, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.

ფსიქოლოგიური აგრესია ბავშვთა 66%-მა განიცადა.

კვლევის მიხედვით, ფუნქციური სირთულეების არმქონე ბავშვთა მიმართ გამოყენებული არაძალადობრივი აღზრდის მეთოდები 9%-ით მაღალია, ვიდრე ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვთა მიმართ.

დედების/მეურვეების პროცენტულმა წილმა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ფიზიკური დასჯა საჭიროა ბავშვის სწორად აღსაზრდელად 8% შეადგინა. ძირითადი განსხვავება შეინიშნება მეურვის სქესის მიხედვით. ქალების 8% მიიჩნევს, რომ ფიზიკური დასჯა საჭიროა, რაც 5-ჯერ აღემატება კაცის ანალოგიურ მაჩვენებელს. ეს შეხედულება ასევე დაკავშირებულია დედის/მეურვის განათლების დონესთან, რადგან ბავშვის ფიზიკური დასჯის მომხრეთა რაოდენობა მცირდება რესპოდენტების განათლების დონის ზრდასთან ერთად.