მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბაზის დროებით დახურვის შემდეგ WizzAir-მა ბაზა ლვოვში გახსნა

5efeff0f31db2
ნათია თაქთაქიშვილი
03.07.20 14:00
1158
დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია WizzAir-მა 1 ივლისს ახალი ბაზა ლვოვში გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია WizzAir-ის ოფიციალურ ვებ - გვერდზე ვრცელდება

როგორც კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ივლისში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ლვოვის Danylo Halytskyi-ის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ხუთი მიმართულებით შეასრულებს, ესენია: დანია, ესტონეთი, პორტუგალია, გერმანია, პოლონეთი. ეს ავიაკომპანიის მეორე ბაზაა უკრაინაში.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, WizzAir-ის ახალი ბაზა 30-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.

შეგახსენებთ, რომ WizzAir-ი უკრაინის ავიაბაზარზე 2008 წლიდან არის წარმოდგენილი და დაახლოებით 11 მილიონი მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. ამასთან, მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ბაზა ქუთაისში დახურა. თავად კომპანია ამ ნაბიჯს დროებითად აფასებს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებითაც, ავიაკომპანია ქვეყანას არ ტოვებს და ბაზას მხოლოდ დროებით ხურავს.