30.დეკემბერი .2019 20:10

საქართველოში ბენზინი 2019 წელს 13-დან 22 თეთრამდე გაძვირდა - წლის შეჯამება

views 389
უკან

2019 წელს ნავთობის ფასი ნიუ-იორკის ბირჟაზე 45–დან და 66 აშშ დოლარამდე მერყეობდა. 

რაც შეეხება ლონდონს, სადაც უკეთესი ხარისხის ნავთობი ივაჭრება, ფასები 53 დოლარიდან თითქმის 75 დოლარამდე დაფიქსირდა. 

როგორც "საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო" საკუთარ კვლევაში წერს, 2019 წელს მოთხოვნა საკმაოდ შემცირებულია გლობალური ეკონომიკური ზრდის გამო, "სავაჭრო ომი" და მის გარშემო არსებული გაურკვევლობა კი მთელი წელი ზემოქმედებას ახდენდა ფასებზე. OPEC-ის ქვეყნებმა სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო მეტად შეემცირებინათ მოპოვება და ხელოვნურად გაეძვირებინათ ნავთობი.

მნიშვნელოვანი იყო საუდის არაბეთში მომხდარი აფეთქება, რომელმაც ნავთობის მიწოდება დღეში რამდენიმე მილიონი ბარელით შეამცირა.

წლის ბოლოს Saudi Aramco-ს IPO-ც განხორციელდა, რომლის შემდეგაც თითქმის 2 ტრილიონ დოლარს გაუთანაბრდა მისი ღირებულება.

რაც შეეხება საქართველოს, წლიდან-წლამდე ყველა ნავთობკომპანიაში მომატებულია ღირებულება 13-დან 22 თეთრამდე, რისი ძირითადი მიზეზიც საერთაშორისო ფასები და ლარი/დოლარის გაცვლითი კურსია.