2015 წლის შემდეგ საწვავში ტყვიის შემცველობა არ დაგვიფიქსირებია, - ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ BMG-ს გადაცემა „რედაქტ2“-ში სტუმრობისას განაცხადა.
მან საწვავის კონტროლის შედეგები შეაჯამა და წლების განმავლობაში არსებულ ტენდენციებზეც ისაუბრა.
„2015 წლიდან ვატარებთ კვლევებს და ფაქტობრივად წელიწადში ორჯერ გამოგვდის ეს მასშტაბური კვლევები. 2022 წლის ბოლოს ჩავატარეთ კვლევა და 100 ნიმუში ავიღეთ. აქედან 50 იყო ბენზინის, ხოლო 50 დიზელის ნიმუში. საბედნიეროდ, ბენზინის ნიმუშებში დარღვევა არ გამოგვივლენია, ხოლო დიზელის შემთხვევაში 29 ნიმუშში აღმოჩნდა გოგირდის შემცველობა მაღალი და მათი ნაწილი უკვე დაჯარიმდა. 2022 წელს დაწესებული ჯარიმები დაახლოებით 3.5 მლნ ლარი იყო“, - ამბობს ნელი კორკოტაძე.
ინსპექტორი განმარტავს, რომ ბენზინი, რასაც ჩვენი მოქალაქეები მოიხმარენ, არის ძალიან კარგი ხარისხის.
„ჩვენ ვიკვლევთ საწვავს ფაქტობრივად ყველა პარამეტრზე, რომელიც მთავრობის მიერ არის დადგენილი. ეს არის გოგირდი, ტყვია, ოლეფინების, სპირტების შემცველობა და ა.შ. ჩვენ სრულ კვლევას ვატარებთ, სრულ სპექტრზე. რაც შეეხება ტენდენციებს, ადრე ბევრად მეტი დარღვევა იყო. იმ მითსაც დავამსხვრევ, რომ 2015 წლის შემდეგ ტყვიის შემცველობა არ გვიფიქსირდება საწვავში, არასდროს, თუმცა სხვადასხვა ნივთიერებების გადამეტება იყოხოლმე, იგივე გოგირდი მაგალითად და ა.შ. თუმცა ტენდენცია არის გაუმჯობესებისკენ“, - ამბობს ნელი კორკოტაძე.
მისი შეფასებით, საწვავის ხარისხის გაუმჯობესებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სანქციები, რომელიც დარღვევებისთვის არის დაწესებული.
„ჩვენ გვქონდა შედარებით დაბალი სანქცია და გავზარდეთ იმისთვის, რომ მას ჰქონოდა პრევენციული ეფექტი. მოჭრილი ჯარიმა დარღვევაზე არის 20 000 ლარი ნებისმიერ დარღვევაზე და შემდგომში, ამას ემატება საკმაოდ დიდი თანხა, რაც რეზერვუარებში არსებული მოცულობიდან იანგარიშება. თანხა საკმაოდ მაღალია“, - აღნიშნავს ნელი კორკოტაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი