მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში Binance Pay-ისა და Binance Card-ის გაშვებას ვგეგმავთ“ - რეგიონული მენეჯერი

62e64da934d45
გიორგი არონია
01.08.22 09:36
1413

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კრიპტობირჟა Binance-ის საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში რეგიონული მენეჯერის ვლადიმირ სმერკისის განცხადებით, საქართველოში Binance Pay-ის და Binance Card-ის სერვისების გაშვებითაა დაინტერესებული, რისთვისაც შესაბამისი რეგულაციების შემოღებას ელოდება. ამის შესახებ მან BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

„საქართველოში Binance Pay-ისა და Binance Card-ის სერვისების გაშვება გვინდა, როგორც კი რეგულაცია ამის საშუალებას მოგვცემს. ამჟამად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართულ ბანკებთან, რათა გავიგოთ, შესაძლებელია თუ არა ამ სერვისების გაშვება მაშინვე, როცა რეგულაცია ამის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა Binance-ის რეგიონულმა მენეჯერმა.

აღსანიშნია, რომ კრიპტობირჟა საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნასაც განიხილავს.  Binance-ის რეგიონულმა მენეჯერი აცხადებს, რომ მათი სტრატეგია სამართლებრივ სტანდარტების შესაბამისად მოქმედებაა, ამიტომ რეგიონში თავისი გეგმების შესასრულებლად საქართველოში შესაბამისი სალიცენზიო-საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ელოდებიან. 

შეგახსენებთ, რომ Binance Pay-ი ონლაინგადახდების უკონტაქტო, უსაზღვრო და დაცულ ტექნოლოგიას წარმოადგენს, რომელიც მომხმარებლებს ტრანზაქციების კრიპტოვალუტაში განხორციელების საშუალებას აძლევს.

ცნობისთვის: Binance-ის რეგიონული მენეჯერი საქართველოში კრიპტობირჟის მიერ ორგანიზებული პირველი ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში იმყოფებოდა. შეხვედრაზე, რომელიც 28 ივლისს გაიმართა, მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟის აღმასრულებელი მენეჯერები და კრიპტოტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ.