მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბიზნეს ვიზიტის სურვილი 600-მდე უცხოელმა დააფიქსირა - თამარ გაბუნია

5f15acd792cdf
თელარა გელანტია
20.07.20 20:00
2026
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსვლის თაობაზე 600-მდე განაცხადია შემოსული.

საქმე იმაშია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსვლა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლადაა შესაძლებელი, მაგრამ აუცილებელია, ვიზიტორმა წინასწარ, სპეციალური აპლიკაცია შეავსოს და ვიზიტი შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეათანხმოს.

როგორც bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ საჰაერო გზით ჩამომსვლელი საქმიანი ვიზიტორებისთვის, PCR ტესტირებისთვის გამოყოფილი სპეციალური ოთახი უკვე ამოქმედდა. ტესტირების ფასი 250-დან 320 ლარამდე მერყეობს, პასუხი კი, 6-დან 24 საათში ხდება ცნობილი. 

„ჯერჯერობით, ერთეული ვიზიტორები გვყავს. ინფრასტრუქტურა კი გათვლილია იმაზე, რა მოლოდინიც გვაქვს ბიზნეს ვიზიტორების შემოსვლის თავლსაზრისით. ამ დროისთვის, დაახლოებით, 600-მდე განაცხადია შემოსული. საუბარია, დაგროვილ ბიზნეს-განაცხადებზე ანუ იმ საქმიან ვიზიტორებზ, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ქვეყანაში შემოსვლას. სამომავლოდ, დიდი ნაკადი ალბათ მოსალოდნელი არ იქნება. მაგალითად, ჯანდაცვის სექტორში სულ 10 განაცხადია - ესეც სამედიცინო მიზნებით ვიზიტებს შეეხება”, - უთხრა bm.ge-ის მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის: საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, როგორც ჩამოსვლისას - აეროპორტში, ისე ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ-19-ზე PCR ტესტი ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე, საკუთარი სახსრებით. აღნიშნული არ ეხებათ ევროკავშირის წევრ იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომელთანაც საქართველომ უპირობოდ გახსნა საზღვრები (გემანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი).