მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბიზნესებს, რომლებიც თანამშრომლებს შეინარჩუნებენ, სუბსიდია მიეცემათ - IMF

5e949c49b44a6
თამთა ჯიჯავაძე
13.04.20 21:04
5304
საქართველოში ბიზნესები, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში შეინარჩუნეს თანამშრომლები, სუბსიდიას მიიღებენ. ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც ყველა ქვეყანაში კორონავირუსის გამოწვევების საპასუხოდ უკვე განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ ზომებს მოიცავს.

„საქართველოს მთავრობამ, 1 აპრილს 13 მარტს გამოცხადებული 1-მილიარდიანი პაკეტის ზრდის შესახებ გააკეთა განცხადება და ის 2 მილიარდ ლარამდე, ანუ საქართველოს მშპ-ის 4%-მდე გაზარდა. პირველი პაკეტი მოიცავდა ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გაუქმებას ტურიზმის სექტორისთვის 2020 წლის ნოემბრამდე, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებზე, საკრედიტო საგარანტიო სქემის გაზრდას, დღგ–ს ანაზღაურების დაჩქარებას და გაზრდილ კაპიტალურ ხარჯებს“, – წერია ინფორმაციაში საქართველოს შესახებ“, – წერია ინფორმაციაში.

IMF–ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში უმუშევრად დარჩენილი იმ მოქალაქეების სუბსიდირება მოხდება, რომლებმაც COVID-19-ისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის შედეგად, სამსახურები დაკარგეს. სუბსიდიის ფარგლებში იგეგმება ერთ ადამიანზე 6 თვის განმავლობაში 150 ლარის გაცემა. შესაბამისად, ერთ მოქალაქის უმუშევრობის კომპენსაციაზე საქართველოს მთავრობა 900 ლარს დახარჯავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით bm.ge დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, საქართველოს მთავრობას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ოფიციალურ კომენტარს ხვალ გააკეთებენ.