16.ოქტომბერი .2021 00:00

საქართველოში ბიზნესგარემო მაღალრეიტინგულია - ბეჟან წაქაძე

საქართველოში ბიზნესგარემო მაღალრეიტინგულია - ბეჟან წაქაძე
views 635
უკან

პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში ბიზნესაქტივობის შენელების მიუხედავად, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.

ამის შესახებ მან გადაცემა „ანალიტიკაში“ მას შემდეგ განაცხადა, რაც წამყვანმა ჰკითხა - პანდემიამდე და დღესაც ინვესტიციების შემცირების ფონზე, როგორ აფასებს ყოფილი ბიზნესმენი საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს.

„საქართველოში ბიზნესგარემო მაღალრეიტინგულია. საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ, რომ საქართველო ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების კუთხით მოწინავე საფეხურზე დგას და ეს პოზიციები ყოველწლიურად უმჯობესდება.

დღეს მთელ მსოფლიოში ბიზნესის აქტივობა ზოგადად შემცირებულია. მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დიდი ხანია არ ყოფილა“, - განაცხადა წაქაძემ.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა