მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბრიტანული Wallis-ი ახალი თურქული ბრენდით ჩანაცვლდება

5f39202508afc
თათია ჩაფიჩაძე
16.08.20 20:00
1403
“რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელის რევაზ მაღალაშვილის თქმით, ქალის ტანსაცმლის ბრიტანული ბრენდის Wallis-ის დახურვა კრიზისს არ უკავშირდება და კომპანიამ მისი თურქული ბრენდით ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო.

bm.ge-თან საუბრისას მაღალაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სხვა ბრენდების ქვეყნიდან გასვლა და მათი ჩანაცვლება არ იგეგმება. რაც შეეხება გაყიდვების მაჩვენებლებს, მისი შეფასებით “მდგომარეობა მართვადია.”

“8 წელია ბაზარზე ვართ და ბუნებრივია რაღაც ბრენდები ნაცვლდება. ეს არც კრიზისთან არის დაკავშირებული და არც პანდემიასთან. ეს გადის და სხვა შემოდის, მოლაპარაკებები დასრულებულია, თუმცა ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ. გეტყვით, რომ საუბარია თურქულ ბრენდზე, რომელიც ძალიან პოპულარულია ბევრ ქვეყანაში, იქნება ხარისხიანი და ხელმისაწვდომი.

ბევრი ბრენდი გვყავს და არ არის გამორიცხული რომ ეტაპობრივად მსგავსი ჩანაცვლებები ხდებოდეს, მაღაზიების რაოდენობა არ შეგვიმცირდება. მართვადი მდგომარეობაა და ვფიქრობთ, რომ კრიზისს წარმატებით დავძლევთ. ასე რომ არ იყოს, ახალი ბრენდების შემოყვანას არ დავაპირებდით", - უთხრა bm.ge-ს მაღალაშვილმა.