მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბუსტერ დოზით 184 491 პირი აიცრა - NCDC

62022164547e2
ვიქტორია მღებრიშვილი
08.02.22 11:50
405
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ წარმოებული ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში 8 თებერვლის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 755 879 აცრა. განახლებულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 340 489 , რაც 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 46.6%-ია; სრულად ვაქცინირებულია 1 228 471 ადამიანი , ანუ მოზრდილი მოსახლეობის 42.8%; ამასთან ბუსტერ დოზით აცრილია 184 491 პირი.

რაც შეეხება მოზარდებში ვაქცინაციის მაჩვენებელს, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 964 (2.24%) სრულად კი აცრილია - 2 876 (1.62%) პირი; 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით 12 474 (15.38%)პირია აცრილი, სრულად აცრილია- 10 921 (13.47%) მოზარდი.

NCDC-ის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 7 თებერვალს სულ 4 023 აცრა ჩატარდა. რეგიონების მიხედვით ჩატარებული აცრების რაოდენობა კი ასეთია:
თბილისი - 1 435; იმერეთი - 443; აჭარა - 431; ქვემო ქართლი - 371; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 310; გურია - 308; კახეთი - 290; შიდა ქართლი - 235; მცხეთა მთიანეთი - 102; სამცხე-ჯავახეთი - 73; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 25.