მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ჩამოსულმა რუსებმა, ბელარუსებმა და უკრაინელებმა $48 მლნ დახარჯეს - ლაშა ქავთარაძე

627a1e41a6ecf
BM.GE
15.05.22 23:00
1690
Galt & Taggart-ის ეკონომისტის, ლაშა ქავთარაძის განცხადებით, 2022 წლის მარტში საქართველოში ჩამოსულმა რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეებმა 48 მილიონი დოლარი დახარჯეს. როგორც ქავთარაძე აღნიშნავს, ამ ხარჯების გათვალისწინებით, მარტის განმავლობაში საქართველომ ტურიზმიდან და გრძელვადიანი ვიზიტორებიდან 170 მილიონ დოლარამდე შემოსავალი მიიღო.

"რაც შეეხება აქ შემოსულ რუს, უკრაინელ და ბელარუს ვიზიტორებს, რომლებიც შეიძლება დარჩნენ დიდი ხნის განმავლობაში, ისინი გარკვეულ ხარჯებს სწევენ, თუმცა ეს უფრო ტურისტულ შემოსავლებში გადის. ჩვენი შეფასებით, მარტში ეს იყო 48 მილიონი დოლარის ფარგლებში, რამაც გაზარდა ტურიზმის შემოსავლები. ტურიზმის შემოსავლები დაახლოებით 120-130 მილიონის ფარგლებში იყო და ჯამში 170 მილიონი დოლარია. უნდა ველოდოთ, რომ მომდევნო თვეებშიც ისინი, ვინც ჩვენს ტერიტორიაზე არიან, გააგრძელებენ ამ ხარჯების გაღებას. ეს რა თქმა უნდა დაეხმარება ლარის კურსსაც,” - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

აპრილის განმავლობაში საქართველოში 214,644 საერთაშორისო ვიზიტი აღირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 160%-ით არის გაზრდილი. ვიზიტორთა რაოდენობით პირველ ადგილზე თურქეთია, საიდანაც თითქმის 36,000 მოქალაქე შემოვიდა. მეორე პოზიციას 33,556 ვიზიტორით რუსეთის ფედერაცია იკავებს.

მთლიანობაში ვიზიტორთა ნაკადი 2019 წლის დონის 39%-ზე აღდგა.