მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ჩამოსვლის მსურველებმა უნდა შეავსონ სავალდებულო რეგისტრაციის ფორმა – სამინისტრო

5f08a99ba44fd
BM.GE
10.07.20 23:00
2158
ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქე/რეზიდენტებისთვის საქართველოში ჩამოსვლა გამარტივებული შეზღუდვებით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იტყობინება.

უწყების ცნობით, საქართველოში ჩამოსვლის მსურველებმა უნდა შეავსონ სავალდებულო რეგისტრაციის ფორმა - https://bit.ly/322Im6l

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ჩამოსვლის მსურველებმა კი წინასწარ უნდა შეავსონ სავალდებულო რეგისტრაციის ფორმა - https://bit.ly/3eihjq4

როგორც ეკონომიკის სამინისტრო წერს, საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს რა თქმა უნდა, არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.