მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ჩატარებული აცრების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

61249a2572729
ელენე გოგბერაშვილი
24.08.21 11:05
1623
24 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 010 096 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 703 945 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.6%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 306 151 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 10.7%.

NCDC-ის ცნობით, 23 აგვისტოს ქვეყანაში 30 067 ადამიანი აიცრა.

აცრების სტატისტიკის პირველ პოზიციაზე თბილისია. დედაქალაქში გუშინ ჯამში 12 558 ადამიანი აიცრა. 4 042 ადამიანი აიცრა იმერეთში, 3 997 კი აჭარაში.