29.დეკემბერი .2020 17:33

„საქართველოში ჩინოვნიკებს ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ“ - ივანე მაჭავარიანი

„საქართველოში ჩინოვნიკებს ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ“ - ივანე მაჭავარიანი
views 1986
უკან

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაზე საუბრისას სხვადასხვა მიმართულებით არსებული რესურსები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კაპიტალური და მიმდინარე დანახარჯები ვერ გამოდგება ფისკალური კონსოლიდაციისა და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებისთვის.

პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის წარდგენისას ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში 21-ე საუკუნეში არსებული გამოწვევების ფონზე ჩინოვნიკებს ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. ის მიიჩნევს, რომ კადრების შემცირების შემთხვევაში გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კვლავ იმ ნაწილში უნდა ჩაბრუნდეს.

„ჩვენ ასეთ სიტუაციაში ვართ და ეს არ არის სახარბიელო სიტუაცია. ჩვენ გვყვავს რაოდენობრივად დიდი ბიუროკრატია, დაბალანაზღაურებადი. ხშირად ოპონენტები გვეუბნებიან რომ - თქვენ თბილად ხართ ჩინოვნიკები, კარგი ხელფასები გაქვთ. არა. ძალიან დაბალი ხელფასებია, 21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობს. ვერ მოვიზიდავთ ნიჭიერ საინტერესო, მაღალკვალიფიციურ ადამიანებს.
იქ არის დანაზოგის საშუალება... არ ვამბობ, რომ ეფექტურები ვართ, მაგრამ რასაც დავზოგავთ აუცილებლად იქვე თუ არ ჩაბრუნდა, როგორც ადამიანურ კაპიტალში, ისევე სისტემებში ტექნოლოგიებში.. შესაბამისად იქ 100 თუ 200 მლნ თუ დაიზოგება, იქვე უნდა მოხმარდეს, ეს ვერ გახდება ფისკალური კონსოლიდანციის წყარო, ვერ გახდება ჩვენი დეფიციტის, ჩვენი ვალის და მაკრომაჩვენებლის გაკეთილშობილების წყარო“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა