მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში COVID-19 ამჟამად 1 470 მოქალაქეს აქვს - 17 სექტემბრის სტატისტიკა

5f639d22e1e96
თამთა ჯიჯავაძე
17.09.20 23:55
799
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 470 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ამ დროისთვის COVID-19 სულ 1422-მა პაციენტმა დაამარცხა, რაც ინფიცირებულების 49%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე სულ 523 038 ტესტია ჩატარებული. პირველადად ტესტირებულთა (PCR ტესტი) რაოდენობა კი 517 590-ია.

NCDC-ის ინფორმაციითვე, მილიონ მოსახლეზე PCR ტესტირებულთა რაოდენობა 140 719-ია.

17 სექტემბრის მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 2 937 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 19 პაციენტი იმსხვერპლა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 6633 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.