11.სექტემბერი .2020 23:58

საქართველოში COVID-19 ამჟამად 518 მოქალაქეს აქვს - 11 სექტემბრის სტატისტიკა

views 447
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 11 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 518 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ამ დროისთვის covid-19 სულ 1354-მა პაციენტმა დაამარცხა, რაც სულ ინფიცირებულების 71%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე სულ 454 007 ტესტია ჩატარებული; პირველადად ტესტირებულთა (PCR ტესტი) რაოდენობა კი 448 700-ია.

NCDC-ის ინფორმაციითვე, მილიონ მოსახლეზე PCR ტესტირებულთა რაოდენობა 122 147-ია.

11 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 19 პირი იმსხვერპლა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5882 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა