მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში Covid-19-ის 11 033 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება – დღის სტატისტიკა

5f8f202e6541b
BM.GE
20.10.20 23:50
877
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში Covid-19-ის 11 033 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 19 857 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 1 194 იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 8 666-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 158-ს შეადგენს. მათგან 15 დღეს გარდაიცვალა.

NCDC-ის ცნობით, 20 ოქტომბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 6 582 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 1 420 პაციენტი მკურნალობს. გარდა ამისა, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 2 895 პირი.

ამასთან, საერთო ჯამში ქვეყანაში ჩატარებულია 800 789 PCR ტესტი.