მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში Covid-19-ის 14 602 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

5f931a7b53363
თამთა ჯიჯავაძე
23.10.20 23:50
637
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში Covid-19-ის 14 602 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 1 759 იყო, რაც მორიგი რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 9 751-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 183-ს შეადგენს. მათგან 5 დღეს გარდაიცვალა.

NCDC-ის ცნობით, 23 ოქტომბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 4 408 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 1 848 პაციენტი მკურნალობს. გარდა ამისა, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 3 155 პირი.

ამასთან, საერთო ჯამში ქვეყანაში ჩატარებულია 829 639 PCR ტესტი.