მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში Covid-19-ის 7 323 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

600f06d0e5288
თამთა ჯიჯავაძე
25.01.21 23:50
1705
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 25 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 7 323 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 253 816 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 298 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 243 396-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს ზრდა 1 311 იყო.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 3 071-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 16 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 25 იანვრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 515 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 402 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 3 223 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 2 250 480 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 6 868, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 2 686, PCR ტესტით - 4182.