მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მარტში დაიწყება – გამყრელიძე

600db811dd269
BM.GE
24.01.21 22:06
1157
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მარტში დაიწყება. ამის შესახებ მან "ტვ პალიტრას" ეთერში გადაცემა "პოლიტ ქალაქში" ისაუბრა.

“ვაქცინაცია ჯერჯერობით მიმდინარეობს ყველა მდიდარ ქვეყანაში, ჯერჯერობით არც ერთ საშუალო განვითარების ან ღარიბ ქვეყანაში ვაქცინაცია არ დაწყებულა და ამაზე დიდი ამბავია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გამოვიდა და თქვა: უსამართლობაა ვაქცინების მიწოდებაში ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს, რომ მდიდარი ქვეყნები ცრიან აქტიურად”,– აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, გარდა კოვაქს პლატფორმისა, საქართველოს ბევრ ქვეყანასთან და ვაქცინის მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაწყებული აქვს. მისი განმარტებით, მაგალითად კანადას შეძენილი აქვს იმაზე მეტი დოზა, ვიდრე სჭირდება, სწორედ იმიტომ, რომ შემდეგ ეს ჭარბი ვაქცინა გადაუნაწილოს სხვა ქვეყნებს.

“ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ. ახლა 29-ში ველოდებით გადაწყვეტილებას კოვაქსიდან, რომ პირველი ლიმიტირებული პარტია, ოღონდ არა “ასტრაზენეკასი”, არამედ ვთქვათ “ფაიზერის” სამედიცინო პერსონალის გარკვეული ჯგუფებისთვის მოგვაწოდონ”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.