18.აგვისტო .2020 10:03

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი არა

views 567
უკან

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1351-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი არ შეცვლილა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 1092 ადამიანი.

ამასთან, კორონავირუსს ქვეყანაში ჯამში 17 ადამიანი ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ის მიხედვით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 249 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა