30.აგვისტო .2020 10:57

საქართველოში COVID-19-ით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 25-ით გაიზარდა

views 623
უკან

ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 25-ით გაიზარდა. ახალი შემთხვევების რაოდენობა კი 7-ით გაიზარდა და 1469-ს გაუტოლდა. 

ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1221-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5924 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 209.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა