03.ოქტომბერი .2020 23:47

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 3 498 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება – 3 ოქტომბრის სტატისტიკა

views 392
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 3 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 498 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. მათგან კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 1 100 პაციენტი. ინფიცირების 471 შემთხვევა დღეს გამოვლინდა.

ამდრომდე COVID-19 საქართველოში სულ 3 992 პაციენტმა დაამარცხა.

3 ოქტომბრის მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 7 564 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 48 პაციენტი იმსხვერპლა.

ამასთან, ამჟამად კარანტინის რეჟიმში 5 392 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გარდა ამისა, ქვეყანაში ჯამში ჩატარებულია 667 631 ტესტი, PCR ტესტირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე 179 620-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა