27.სექტემბერი .2020 10:46

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 294-ით გაიზარდა

views 640
უკან

27 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად დადასტურებული ინფიცირების შემთხვევები 5254 გახდა. 

ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 87-ით გაიზარდა და 1906-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 5674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. კოვიდ სასტუმროებში კი ამ დროისთვის 800 ადამიანია მოთავსებული.

გარდაცვლილთა რაოდენობა უცვლელია და 28-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა