მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა აზერბაიჯანსა და სომხეთზე მეტად გაიზარდა

5f8db998b455b
BM.GE
19.10.20 19:58
1509
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1181 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 18663-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 8338 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 143-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 6407 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2862 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 1420 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +15,982; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,415,316. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,075,904. გარდაცვლილთა რაოდენობა 24,366 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 179 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +4,766; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 303,638, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 126,489. გარდაცვლილთა რაოდენობა 5,673 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 66 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +1,815; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 347,493, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 304,003. გარდაცვლილთა რაოდენობა 9,296 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 72 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +766; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 65,460, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 48,208. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,091 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 10 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +331;ინფიცირების ჯამური შემთხვევები 45,295, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 40,144. გარდაცვლილთა რაოდენობა 630 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 4 ადამიანი.