მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში covid-19 სულ სამედიცინო პერსონალის 1678 წარმომადგენელს დაუდასტურდა

5f9810c552a28
ინგა მურუსიძე
27.10.20 16:32
669
საქართველოში covid-19 სულ სამედიცინო პერსონალის 1678 წარმომადგენელს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მხოლოდ დღეს კორონავირუსი სამედიცინო სფეროს 90 წარმომადგენელს დაუდგინდა.

„გაზრდილია ჩემი კოლეგების ინფიცირების რიცხვი, თუმცა ჩვენი ექიმები ინფიცირდებიან არა მარტო სამუშაო პირობებში, არამედ საყოფაცხოვრებო, ოჯახურ პირობებში, რადგან ინტენსიური შიდა გავრცელება გვაქვს ქვეყანაში. აქ მოულოდნელი არაფერია, ამიტომ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლს კიდევ უფრო მეტი და მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღევანდელი სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 32127
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 12632
მათ შორის გარდაცვლილი - 238
კარანტინის რეჟიმში - 3757
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3847
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2238
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.