მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში COVID-19-ზე ამჟამად 2 115 მოქალაქე მკურნალობს - 21 სექტემბრის სტატისტიკა

5f68e26d89ea0
თამთა ჯიჯავაძე
21.09.20 23:50
980
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 21 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 115 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ამ დროისთვის COVID-19 სულ 1 534-მა პაციენტმა დაამარცხა, რაც ინფიცირებულების 42%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე სულ 562 828 ტესტია ჩატარებული. პირველადად ტესტირებულთა (PCR ტესტი) რაოდენობა კი 557 227-ია.

NCDC-ის ინფორმაციითვე, მილიონ მოსახლეზე PCR ტესტირებულთა რაოდენობა 151 424-ია.

21 სექტემბრის მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 3 695 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 20 პაციენტი იმსხვერპლა. მე–20 პაციენტი დღეს გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4 988 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.