სტაციონარებიდან გაწერილი პაციენტების მიერ გატარებული საწოლდღეების საშუალო რაოდენობა 19.9 დღეს შეადგენდა, – ამის შესახებ აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, შემთხვევათა 56.1% მიმდინარეობდა მსუბუქი, 34.7% კი - საშუალო სიმძიმის ფორმით. შემთხვევათა 9.2%-ში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული. ასევე იმ პაციენტებში, ვისაც არ აღენიშნებოდა თანმხლები ავადმყოფობები (73.7%), დაავადება 94.7%-ში მიმდინარეობდა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ფორმით. თანმხლები ავადმყოფობების არსებობის შემთხვევაში, 20.1%-ში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული.
გარდა ამისა, სტაციონარებიდან გაწერილ 1 100 პაციენტს შორის 44.5%-ში ძირითადი დაავადების გართულება
იყო პნევმონია. ხოლო პაციენტთა 59.5%-ზე მეტს აღენიშნებოდა ჭარბი წონა ან სიმსუქნე.
საინტერესოა, ასევე ისიც, რომ COVID-19–ით გარდაცვლილთა ასაკობრივ სტრუქტურაში ჭარბობენ 70 წელზე ნაკლები
პაციენტები (46.2%), ხოლო 70-79 და 79 წელზე მეტი ასაკობრივი სტრუქტურა კი თითქმის თანაბარი პროპორციით არის განაწილებული, სქესის მიხედვით - 20 კაცი და 19 ქალი.