მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში Covid-ვაქცინით სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 44.1%

629f0fc850b92
ვიქტორია მღებრიშვილი
07.06.22 13:12
571
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის დაწყებიდან დღემდე სულ 2 895 967 აცრა ჩატარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის მიხედვით, მინიმუმ 1 დოზით 1 369 952 ადამიანია ვაქცინირებული, რაც მოზრდილი მოსახლეობის 47.7%-ია;

სრულად ვაქცინირებულია 1 268 478 ადამიანი, ანუ 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 44.1%.

ბუსტერ დოზა 253 773 პირმა გაიკეთა;

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 339 (2.45%), სრულად კი 3 453 (1.95%) პირი; 16-17 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 803 (15.79%) მოზარდი, სრულად კი 11 311 (13.95%).

NCDC-ის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში 30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით სულ 1 935 აცრა ჩატარდა, აქედან თბილისში - 791; აჭარაში - 500; იმერეთსა და ქვემო ქართლში - 164-164; სამეგრელო-ზემო სვანეთში - 110; კახეთში - 68; გურიაში - 65; შიდა ქართლში - 36; სამცხე-ჯავახეთში - 27; მცხეთა-მთიანეთში - 10; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კი 0 აცრა ჩატარდა.