მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დაბადების მაჩვენებელს გარდაცვალების შემთხვევები აჭარბებს

5d7b814737db7
ელენე გოგბერაშვილი
13.09.19 19:17
1472
„საქსტატის“ დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლის 6 თვეში იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. იანვარ-ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში 22 945 ცოცხლად დაბადების, 24 563 კი გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.

დაბადების და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია.

მიმდინარე წლის 6 თვეში თბილისში 7 580 ბავშვი დაიბადა, 6 463 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მეორე ადგილზეა იმერეთი, სადაც საანგარიშო პერიოდში 2 859 ცოცხლად დაბადების, 4 382 კი გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.