მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დადასტურებულია „ომიკრონის“ 600 შემთხვევა - NCDC

61d7e838bae00
თელარა გელანტია
07.01.22 11:11
1875
NCDC-ის ცნობით, 6 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 600 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირების 4 234 შემთხვევა გამოვლინდა.  ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 727 პირი.

კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 128 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.61% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.17%.