მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოში დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე წვდომა ბიზნესისთვის გამოწვევაა” - EU-ს წარმომადგენელი

64807833d5ed9
ანუკა ჯოხაძე
08.06.23 19:00
384

Bიზნესების გაციფრულება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა - ეს ის ორი ძირითადი გამოწვევაა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების გუნდის ხელმძღვანელი დომინიკ პაპენჰაიმი ასახელებს.

მისი თქმით, დღეს საქართველოში საბანკო სექტორი კონკურენტუნარიანია, თუმცა ნაკლებად ხდება ალტერნატიული დაფინანსების წყაროების გამოყენება. როგორც პაპენჰაიმი ამბობს, გამოწვევები არსებობს გაციფრულების ნაწილშიც, სადაც დონორები ადგილობრივი ბიზნესების დახმარებას ფიქრობენ.

“დაფინანსების წყაროების მიმართულებით ბევრი შესაძლებლობაა. თუმცა ალტერნატიული საინვესტიციო კაპიტალის მოძიება არც თუ ისე ხშირად ხდება, ასევე იშვიათია ქრაუდ ფანდინგიც. დაფინანსების ახალი წყაროების გამოყენება ძალიან საინტერესოა.

ასევე, შეგვიძლია ვისაუბროთ პროცესების გაციფრულებაზე. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესებს თავიანთი ბიზნესების გაციფრულებაშიც, რაც ასევე გამოწვევაა", - ამბობს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების გუნდის ხელმძღვანელი დომინიკ პაპენჰაიმი.

ევროკავშირმა და გერმანიის მთავრობამ საქართველოში პროექტ "კლასტერები განვითარებისთვის" 4-წლიანი შედეგები შეაჯამა. 2019 წლიდან დღემდე GIZ-ის ორგანიზებით, საქართველოში 4 კლასტერი შეიქმნა, რომელმაც ჯამში 124 ბიზნეს სუბიექტი ისეთი სფეროებიდან გააერთიანა, როგორებიცაა ტექსტილი, სამშენებლო მასალები და ტურიზმი.