16.ივნისი .2021 18:36

საქართველოში დღეს ან ხვალ 10 000 კოლოფი "რემდესივირი" შემოვა - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში დღეს ან ხვალ 10 000 კოლოფი "რემდესივირი" შემოვა - თენგიზ ცერცვაძე
views 1302
უკან

საქართველოში "რემდესივირს" დღეს ან ხვალ ელოდებიან. ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გააჟღერა.

მისი თქმით, საქართველოში ჩამოდის 10 ათასი კოლოფი, ამერიკული წარმოების მედიკამენტი.

"მე რამდენადაც ვიცი, დღეს ან ხვალ ველოდებით "რემდესივირს", რომელიც ამერიკიდან უკვე გამოიგზავნა. ჩვენ გვქონდა 4000 კოლოფი "რემდესევირი" შეძენილი და დადგინდა, რომ მედიკამენტი საკმაოდ ეფექტიანია, მათ შორის ჰოსპიტალიზაციის დროს. ის დადებითად მოქმედებდა დაავადების მიმდინარეობისას.

იყვნენ "ვაიექსპერტები", რომლებიც "რემდესივირის" შემოტანის გამო ბრალდებებსაც კი გვიყენებდნენ, ბიუჯეტის ფული არამიზნობრივად დახარჯეთო. სინამდვილეში სხვებთან შედარებით მიზერული თანხა დაიხარჯა, ერთი კოლოფი 23 დოლარად შევიძინეთ და სულ 100 000 დოლარი დაიხარჯა. სწორედ ამ "ვაიექსპერტების" გავლენით ზოგიერთი კლინიკა და ექიმი არ იყენებდა ამ მედიკამენტს, თუმცა ვფიქრობ, ეს მათი მხრიდან სერიოზული შეცდომა იყო და ხელს არ უწყობდა მკურნალობის ოპტიმიზაციას. კლინიკებში, სადაც "რემდესივირი" გამოიყენება, მკვეთრად არის გამოხატული პოზიტიური შედეგები. შემდეგ კლინიკებმა დაიწყეს ფართოდ გამოყენება და მარაგი ამოიწურა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ და დასძინა, რომ ამის შემდეგ მედიკამენტის შოვნა მხოლოდ ახლა, ამერიკული კომპანია "გილეადისთვის" თხოვნის შემდეგ გახდა შესაძლებელი.