მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დღეს COVID-19-ის მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე მთელ თურქეთში

5fa42391a754a
BM.GE
05.11.20 19:58
6412
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 49218-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 33459 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 401-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4489 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 2446 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +19,404; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,712,858. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,279,169. გარდაცვლილთა რაოდენობა 29,509 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 292 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +9,850; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 430,467, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 184,782. გარდაცვლილთა რაოდენობა 7,924, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 193 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +2,391; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 384,509, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 330,665. გარდაცვლილთა რაოდენობა 10,558 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 77 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +2,413; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 99,563, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 60,135. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,476 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 28 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +1,364; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 60,873, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 46,465. გარდაცვლილთა რაოდენობა 794 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 14 ადამიანი.